logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: ნაბიჯები, რომლებიც ბიუჯეტით არის შემოთავაზებული, გარდაუვალი აუცილებლობა იყო
- +

14 დეკემბერი. 2016. 23:40



პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა, რომ 2017 წლის ბიუჯეტი არის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს გარკვეულ ნაბიჯებს, რომლებმაც ერთი მხრივ, ქვეყნის წინაშე არსებულ მტკივნეულ გამოწვევებს უნდა უპასუხოს და ამავე დროს, ქვეყანას გრძელვადიანი, სწორი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა უნდა მისცეს.


ჩუგოშვილმა ასევე აქციზის გადასახადის ზრდასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული პროცესი აუცილებელი იყო.


„ბიუჯეტი ორიენტირებულია, შემცირდეს ადმინისტრაციული ხარჯები, როგორც შრომის ანაზღაურების, ასევე სხვა დანახარჯების მიმართულებით და გატარდეს რეფორმები, რაც საბიუჯეტო რესურსების სწორ განაწილებას უზრუნველყოფს. ბიუჯეტი აღმასრულებელი ხელისუფლების გააზრებული ნაბიჯების წინაპირობაა და შედეგებიც კარგადაა გააზრებული.  რა თქმა უნდა, ეს დოკუმენტი პრემიერის ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებშია.

 

ნაბიჯები, რომლებიც ბიუჯეტით არის შემოთავაზებული, გარდაუვალი აუცილებლობა იყო. მაგალითად, თამბაქოს აქციზის ზრდა, ზოგადი პოლიტიკიდან გამომდინარე, თამბაქოს მოხმარების შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯია. ოპოზიციისთვის მარტივია ასეთი განცხადებების კეთება - შეამცირეთ და გააუქმეთ გადასახადები, რადგან გადაწყვეტილებებზე პასუხს მათ არ სთხოვენ. კარგი იქნებოდა, ეს შესაძლებელი იყოს, მაგრამ მათგან განსხვავებით, ხელისუფლებას პასუხისმგებლობა აკისრია, რათა ერთი მხრივ, მოსახლეობის სოციალური საჭიროებები დაკმაყოფილდეს და მეორე მხრივ, ქვეყანას გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა მიეცეს", - განაცხადა ჩუგოშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner