ამერიკული მედიის ინფორმაციიტ, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში ხანძარია. ცეცხლი შენობის მეხუთე სართულზე გაჩნდა. როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო სამსახური. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.