logo_geo
eng_logo
პეტრ იეჟეკი: ევროპარლამენტი მზადყოფნაშია, მოვუწოდებ წევრ ქვეყნებს, აღარ გადადონ ვიზალიბერალიზაცია
- +

15 დეკემბერი. 2016. 01:01



ევროპარლამენტის წევრმა, პეტრ იეჟეკმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, ვიზალიბერალზიაციის შეჩერების მექანიზმის განხილვისას განაცხადა, რომ ევროკავშირის საბჭომ შეჩერების მექანიზმის შეთანხმება აქცია საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის მიღების წინაპირობად. იეჟეკმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი ამისთვის მზად არის.

 

„იმის მიუხედავად, რომ ჩვენ მექანიზმთან დაკავშირებით შეთანხმებას მივაღწიეთ, როგორც ჩანს, წევრი ქვეყნები ვიზალიბერალიზაციას კვლავ აყოვნებენ. უკრაინამ და საქართველომ რეფორმების განსახორციელებლად, ჩვენი კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად უდიდესი ძალისხმევა გასწიეს. ახლა ჩვენზეა დაპირების შესრულება და საიმედო პარტნიორად ყოფნა. ევროპარლამენტი მზადყოფნაშია. მოვუწოდებ წევრ ქვეყნებს, აღარ გადადონ ვიზალიბერალიზაცია",- აღნიშნა ა იეჟეკმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner