logo_geo
eng_logo
ზაზა თავაძე: ე.წ. გახმაურებულ საქმეებზე გადაწყვეტილებები მომზადების პროცესშია
- +

15 დეკემბერი. 2016. 11:44


 


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძის განცხადებით, ე.წ. გახმაურებულ საქმეებზე გადაწყვეტილებები მომზადების პროცესშია. მისი თქმით, ახალი მოსამართლეები საქმის მასალებს ინტენსიურად სწავლობენ.


კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ახალი მოსამართლე ჩათვლის, რომ სჭირდება საქმის ხელახლა მოსმენა, კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ ხელახლა დაიწყოს განხილვა, თუმცა .. მაღალი ინტერესის მქონე საქმეებზე მოსამართლეებს არ მოუთხოვიათ ხელახალი განხილვის დაწყება. ისინი ინტენსიურად სწავლობენ მასალებს. გადაწყვეტილებები არის მომზადების პროცესში.

ახალი მოსამართლეების მიზეზით არ ხდება გახმაურებულ საქმეებზე" გადაწყვეტილებების არგამოცხადება. საქმეების განხილვა მიმდინარეობს ჩვეულებრივად. თქვენ თუ გადახედავთ ბოლოდროინდელ ჩვენს აქტივობებს, ნახავთ, რომ არაერთი პროცესი გაიმართა როგორც პლენუმის, ასევე კოლეგიის ფარგლებში. განხილვები მიდის ძალიან ინტენსიურად, ფორსირებულადაც კი. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის მიღების შემდეგ უამრავი პროცედურა აქვს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებამდე მიყვანას გულისხმობს. ის საქმეები, რომელიც უფრო პრიორიტეტულია, ვგულისხმობ იმ საქმეებს, სადაც ადამიანები იმყოფებიან პატიმრობაში, ასევე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებს, ვცდილობთ რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილებები, მაგრამ ამას სჭირდება დრო", - განაცხადა ზაზა  თავაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner