logo_geo
eng_logo
ზაზა თავაძე: საკონსტიტუციო სასამართლოში თანამშრომელთა რაოდენობა უნდა გაიზარდოს
- +

15 დეკემბერი. 2016. 12:46


 


საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ზაზა თავაძის განცხადებით, სასამართლოში ადმინისტრაციულ დონეზე თანამშრომელთა რაოდენობა უნდა გაიზარდოს.


საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმა, მოგეხსენებათ, არ არის ადვილად განსახორციელებელი საკანონმდებლო დონეზე იმდენად, რამდენადაც კონსტიტუციაშია ეს ყველაფერი გაწერილი. ასევე, ჩვენ ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირების აუცილებლობას. ერთადერთი, რაც შეიძლება იყოს, ის არის, რომ თვითონ, ალბათ, „სტაფის" დონეზეა შტატების გაზრდა საჭირო იმდენად, რამდენადაც 250 საქმე გვაქვს ახლა წარმოებაში და მოგეხსენებათ, პროექტების მომზადებას მარტო მოსამართლეები ვერ შეძლებენ. ამიტომ შტატის გაზრდა არის აუცილებელი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის", - განაცხადა ზაზა თავაძემ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner