logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე გრიპის ვირუსის გამო მოსახლეობას მიმართავს - რაც ახლა გავაჟღერე, უნდა გაჟღერდეს სკოლებშიც
- +

15 დეკემბერი. 2016. 13:11


 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, რეკომენდაციებით მიმართავს.


ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ურჩევს, თავის ტკივილისა და მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში, დარჩნენ სახლში და მედიკამენტები მიიღონ. იგი აქცენტს ბავშვებზე და იმუნიტეტდაქვეითებულ პაციენტებზე აკეთებს.


ქვეყანაში საკმაოდ არის მედიკამენტების მარაგი. თუ შეატყობთ, რომ გაქვთ მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, აუცილებლად უნდა დარჩეთ სახლში და მიიღოთ მედიკამენტები.

თუ ამას არ ექნა შედეგი, ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, საჭიროა თუ არა სპეციფიკური ანტივირუსული პრეპარატის მიღება.

განსაკუთრებით უნდა გაფრთხილდნენ ბავშვები და ის ადამიანები, ვისაც დაბალი იმუნური სისტემა აქვს. ეს ინფორმაცია, რაც მე ახლა გავაჟღერე, უნდა გაჟღერდეს სკოლებშიც. მოვუწოდებ მშობლებს, რომ სიცხიანი ბავშვი არ გაუშვან სკოლაში", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ „კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.


ამირან გამყრელიძის განცხადებით, გრიპის ვირუსი განსაკუთრებით გადამდებია 2-დან 4 დღემდე. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი სკოლების ადმინისტრაციას შენობის ხშირი დეზინფექციისკენ მოუწოდებს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner