logo_geo
eng_logo
ავსტრალიაში ქვეყნის მასშტაბით ერთსქესიანთა ქორწინება აიკრძალა
- +

23 მარტი. 2016. 21:39


ავსტრალიის უმაღლესმა  სასამართლომ ერთსქესიანთა შორის ქორწინების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო და აღიარა, რომ ცოტა ხნით ადრე ამოქმედებული კანონი ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის შესახებ, ძირეულად ეწინააღმდეგება ფედერალურ  კანონმდებლობას.


ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო jesus.ge „BBC"-ზე დაყრდნბოითა ვრცელებს.


დოკუმენტში  განმარტებულია, რომ ერთსქესიანთა ქორწინება ეწინააღმდეგება 1961 წელს მიღებულ კანონს, რომლის თანახმადაც ქორწინება არის კავშირი  ქალსა და მამაკაცს შორის.


სასამართლოს აზრით, გადაწყვეტილების მიღება ერთსქესიანთა ქორწინების  ლეგალიზაციის შესახებ, ქვეყნის პარლამენტის კომპეტენციაში შედის. ავსტრალიის  პარლამენტმა მსგავსი დოკუმენტი 2012 წელს განიხილა, თუმცა არ მიიღო იგი.


შეგახსენებთ, რომ, ავსტრალიის დედაქალაქის ტერიტორიაზე, კანონი ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის შესახებ მიღებული იქნა 2013 წლის 22 ოქტომბერს, ხოლო ამოქმედდა 2013 წლის 7 დეკემბერს.


ავსტრალიის დედაქალაქის ტერიტორია ავსტრალიაში პირველი რეგიონი გახლავთ, რომელმაც მსგავსი ქორწინება დააკანონა. როგორც ცნობილია, ავსტრალიის დედაქალაქში, ამ კანონის ამოქმედებიდან 27 ერთსქესიანი წყვილის ქორწინების რეგისტრაცია მოხდა, თუმცა ახლა ყველა ქორწინება გაუქმდება. მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ტონი ებბოთმა, რომელიც  ამ წელს  იქნა არჩეული, პირობა დადო, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა შეეწინააღმდეგოს ერთსქესიანთა შორის ქორწინებას.


ამ დროისათვის, ერთსქესიანთა ქორწინება დაშვებულია 15 ქვეყანაში. აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და მექსიკაში დაშვებულია რეგიონალურ დონეზე. ამ დღეებში ინდოეთის უმაღლესმა სასამართლომაც არაკანონიერად  სცნო ჰომოსექსუალისტი  წყვილების ქორწინება.


http://www.bbc.com/news/world-asia-25344219


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner