logo_geo
eng_logo
17 დეკემბერს ნიქოზში მცხოვრებ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს სამედიცინო გამოკვლევები და კონსულტაციები ჩაუტარდებათ
- +

15 დეკემბერი. 2016. 13:16


 


17 დეკემბერს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, 15 სხვადასხვა სამედიცინო პროფილის ექიმი-სპეციალისტი გორის რაიონის სოფელ ნიქოზში მცხოვრებ ვეტერანებს უფასო სამედიცინო გამოკვლევებს და კონსულტაციებს ჩაუტარებს. პაციენტებს საჭიროებისამებრ  უფასოდ გადაეცემათ მედიკამენტებიც.


სახელმწიფო უწყების მხრიდან ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, დირექტორის პირველი მოადგილე ნიკოლოზ კვეზერელი და სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner