17 დეკემბერს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, 15 სხვადასხვა სამედიცინო პროფილის ექიმი-სპეციალისტი გორის რაიონის სოფელ ნიქოზში მცხოვრებ ვეტერანებს უფასო სამედიცინო გამოკვლევებს და კონსულტაციებს ჩაუტარებს. პაციენტებს საჭიროებისამებრ უფასოდ გადაეცემათ მედიკამენტებიც.
სახელმწიფო უწყების მხრიდან ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, დირექტორის პირველი მოადგილე ნიკოლოზ კვეზერელი და სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები.