თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა თურქეთში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარება გამოთქვა, ქვეყნის ხელისუფლებას, დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და თურქ ხალხს თანადგომა გამოუცხადა და თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სტამბოლში მომხდარი ტერაქტის გამო. ქართველი ხალხი თანაზიარია თქვენი მწუხარებისა და გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ჩვენ მეგობარ თურქ ხალხს და სიმხნევეს ვუსურვებ", - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.