logo_geo
eng_logo
საქართველოში ლაბორატორიულად გრიპის 46 შემთხვევაა დადასტურებული
- +

15 დეკემბერი. 2016. 14:02


 


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ამ დროისთვის, გრიპის 46 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული.

მისი თქმით, წელს, A ტიპის H3 ვირუსი ცირკულირებს, თუმცა რამდენიმე დღის წინ გამოვლინდა B ტიპის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული ერთი შემთხვევაც.


მისი თქმით, A ტიპის H3 ვირუსი შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს და ძლიერი გართულებებით არ გამოირჩევა, როგორც H1N1.

 

დღეის მდგომარეობით, როგორც მოზრდილთა, ასევე ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა მომატებულია. რაც შეეხება ქვეყანაში ავადობის გავრცელების მაჩვენებელს, დღევანდელი მონაცემებით, გავრცელების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 254 დაავადებულს შეადგენს.

მოგეხსენებათ, საქართველოსთვის ეპიდემიური ზღვარი სხვადასხვა წელს სხვადასხვა არის, მაგრამ ძირითადად, ის 100 000 მოსახლეზე 500-სა და 600- შორის მერყეობს, ანუ ჩვენ დღეისთვის სადღაც, ეპიდემიური ზღვარის ნახევარზე ვართ. რთული შემთხვევების რაოდენობა მომატებული არ არის, თუმცა საერთო ჰოსპიტალიზაციაში გრიპისა და გრიპის გართულებებით გამოწვეული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის წილი, დაახლოებით 16%-ია", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner