logo_geo
eng_logo
ტყუპების დედა - ბრიუსელის ტერაქტის პირველი იდენტიფიცირებული მსხვერპლი
- +

23 მარტი. 2016. 22:18


ბრიუსელის ტერორისტულმა აქტებმა სხვა ადამიანებთან ერთად პერუელი ქალის, ტყუპების დედის სიცოცხლეც იმსხვერპლა. ინფორმაციას პერუს ოფიციალური უწყებები ადასტურებენ.


პერუს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, 36 წლის ადელმა ტაპია რუისი პირველია ტერორისტული აქტებისას დაღუპულ იმ ადამიანთა შორის, რომელთა ვინაობაც დადგინდა.


პერუს სააგენტო Peru21-ის ცნობით, აფეთქებისას დედასთან ერთად იმყოფებოდა მისი ერთ-ერთი, 3 წლის ქალიშვილიც, რომელიც დაშავდა.


ადელმას გარდაცვალებას მისი ძმა, ფერნანდო ტაპიაც ადასტურებს. როგორც მან BBC-ს განუცხადა, მისი და ბრიუსელიდან ნიუ-იორკში მიემგზავრებოდა, შემდეგ კი მის მონახულებას გეგმავდა პერუში.


ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში თვითმკვლელი ტერორისტთა მიერ განხორციელებულ აფეთქებებს მინიმუმ 31 ადამიანი ემსხვერპლა, 250 კი დაშავდა. ადელმა რუისი პირველი იდენტიფიცირებული მსხვერპლია.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner