ჰაკერთა ჯგუფმა „ანონიმუსმა" სპეციალური დეკლარაცია გამოსცა, რომლის მიხედვითაც, ბელგიაში განხორციელებული ტერაქტების გამო, უახლოეს დღეებში ისინი ტერორისტთა ჯგუფზე კიბერ-იერიშებს მიიტანენ.
ანონიმუსმა ინტერნეტში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც პირობას დებს, რომ ჯგუფი გააგრძელებს ტერორისტების ვებსაიტების გატეხვას, ტვიტერ-ანგარიშების გაუქმებასა და ბიტკოინების მოპარვას.
ვიდეოში ჯგუფის ერთ-ერთი ჯევრი გაი ფოქსის/V ნიშნავს ვენდეტას ნიღაბშია გამოწყობილი და აღნიშნავს: „ჩვენ გავაუქმეთ ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული ათასობით ტვიტერ-ანგარიში, გავტეხეთ ტერორისტების ელექტრონული პორტფოლიო და მოვპარეთ ფული.
ჩვენ ომს ვუცხადებთ მათ პროპაგანდისტულ საიტებს, რომლებზეც იერიშები მიგვაქვს; არ შეგვიძლია ვისხდეთ უქმად, როდესაც ტერორისტები თავიანთ მოქმედებას უკვე მსოფლიო მასშტაბით ახორციელებენ.
ჩვენ მათ წინააღმდეგ საბრძოლველად ვბრუნდებით. ჩვენ დავიცავთ თავისუფლებისა და შემწყნარებლობის უფლებას", - ნათქვამია ანონიმუსის მიერ გავრცელებულ ვიდეოში.