ლიტვის პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტეს განცხადებით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შეთანხმებას მიაღწიეს რუსეთზე დაწესებული სანქციების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება სანქციებს, ყველაფერი უკვე შეთანხმებულია. ყველა წევრ ქვეყნებს ესმით, რომ ეს გარდაუვალია", - განაცხადა დალია გრიბაუსკაიტემ.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები აპირებენ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას რუსეთის წინააღმდეგ დარგობრივი ეკონომიკური სანქციების კიდევ ნახევარი წლის გახანგრძლივების თაობაზე. ამჟამინდელი სანქციების ვადა 2017 წლის 31 იანვარს იწურება.