logo_geo
eng_logo
ზვიად მიხანაშვილმა ევროკავშირის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერის პროგრამის პროექტების პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა
- +

15 დეკემბერი. 2016. 16:29


 

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა ევროკავშირის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერის პროგრამის „EU4justice" პროექტების პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა.


ევროკავშირის პენიტენციური და პრობაციის სისტემების განვითარების პროექტის პრიორიტეტებს რესოციალიზაციასა და დანაშაულის პრევენციაზე მიმართული ინდივიდუალური მიდგომების დანერგვა და განვითარება, ციხის პირობებისა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანდაცვის გაუმჯობესება; ასევე, რეაბილიტაცია-რეინტეგრაციაზე ორიენტირებული პრობაციის სისტემის ფორმირება წარმოადგენს.


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიზანაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ევროპული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ  გასული ოთხი წლის განმავლობაში, ადამიანის უფლებების დაცვის სხვა მიმართულებებთან ერთად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემამ ხელშესახებ შედეგებს მიაღწია.


„მოსამზადებელ პერიოდში აქტიური კონსულტაციები გვქონდა ევროკავშირის გუნდთან. პროექტის მიმდინარეობისას კიდევ უფრო დეტალური ხასიათის რეკომენდაციები გამოიკვეთება. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს პროექტის სრულფასოვნად განხორციელებისთვის", - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.


საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მართლმსაჯულების პროგრამების ხელმძღვანელის პიტერ დენისის განცხადებით, პროექტის მიზანი ერთობლივი ძალისხმევით სრული რესოციალიცაზიის მიღწევაა.


„პროექტით განისაზღვრა ხუთი კომპონენტი. მათგან ერთ-ერთი გულისხმობს სექტორის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შემუშავება-განახლებას. ჩვენი მიზანია, რესოციალისაზიისა და რეაბილიტაციის პროცესის გაძლიერების ხელშეწყობა. ასევე, მნიშვნელოვანია სასჯელის იდივიდუალური დაგეგმვის განვითარება და განზოგადება ყველა მსჯავრდებულზე", - აღნიშნა პიტერ დენისმა.


პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული შესაძლებლობების განვითარება, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებათა გაფართოება, ალტერნატიული, არასაპატიმრო წინასასამართლო ზომებისა და სასჯელის აღსრულების პირობების გაუმჯობესება. ასევე, ციხის მართვის თანამედროვე მეთოდების სტანდარტთა განვითარება და მსჯავრდებულთა სათანადო კლასიფიცირების სისტემის ჩამოყალიბება.


პენიტენციური და პრობაციის სისტემების ხელშეწყობის პროგრამა სამწლიანია და 2019 წლის მაისში დასრულდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner