logo_geo
eng_logo
მალხაზ გულაშვილი: როგორც კომუნისტური პარტია აიკრძალა, ისე უნდა აკრძალულიყო „ნაციონალური მოძრაობა!“
- +

23 მარტი. 2016. 23:05


მალხაზ გულაშვილის განცხადებით მოქმედმა  ხელისუფლებამ „ნაციონალურ მოძრაობასთან" მიმართებაში ბევრი შეცდომა დაუშვა.  როგორც გადაცემა „პრიორიტეტში" გულაშვილმა განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ" დამნაშავეების დიდი ნაწილი არ დასაჯა.


„როგორც „კომუნისტური პარტია"  აიკრძალა თავის დროზე, ისე უნდა აკრძალულიყო „ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც 380 000 ადამიანი ციხეებში გამოკეტა და უფრო მეტი ადამიანი დატანჯა ქვეყანაში. ფსიქოლოგიური პრობლემები შეუქმნა უამრავ ადამიანს, განდევნა ქვეყნიდან უამრავი ადამიანი, ხალხს ხოცავდა ქუჩაში, გაასხვისა ტერიტორიები და მთელი ეკონომიკა გადასცა რუსეთის ოლიგარქებას. ენერგეტიკა, ბანკები და სასარგებლო წიაღისეული."- განაცხადა მალხაზ გულაშვილმა.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner