„რუსეთი ვალდებულებებს იღებს და არ ასრულებს", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა სირიის ქალაქ ალეპოში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისთან დაკავშირებით.
ფრანსუა ოლანდმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე რუსეთის დამოკიდებულება დაგმო, რომელიც „ვალდებულებებს იღებს და არ ასრულებს მათ" ალეპოში ჰუმანიტარულ კრიზისთან მიმართებაში.
„დგება მომენტი, როდესაც საჭიროა ასეთ ქმედებებზე რეაგირება. ევროპის ხმა უნდა გაიგონონ", - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.