logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: 2013 წლის შემდეგ, მსგავსი რამ არასდროს არ მითქვამს...
- +

15 დეკემბერი. 2016. 20:06


 

 

„პრეზიდენტი და მისი აპარატი ბოიკოტს უცხადებს საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც ამ უმაღლესი კანონით უნდა იცხოვრონ!",- ამის შესახებ ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა თანამდებობა უნდა დატოვოს.

 

„საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტის არც ერთი წარმომადგენელი, მათ შორის უშიშროების საბჭოს მდივანი, არ მიიღებს მონაწილეობას საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში!"

 

აი მართლა ვის აჟრიალებს!

 

თქვენ ცუდად ხომ არ ხართ? რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება? თუ ხვდებით ვის ებოიკოტებით და ვის უცხადებთ საბოტაჟს?

 

პრეზიდენტი და მისი აპარატი ბოიკოტს უცხადებს საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც ამ უმაღლესი კანონით უნდა იცხოვრონ!

 

ასეთი რამ ერთხელ მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა, როცა სახელმწიფოს პრეზიდენტი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის აქციაზე მივიდა და ღიად დააფიქსირა ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ ბრძოლა და მეორე ეს გამოხტომაა. თანაც იმის თავიც არა აქვთ, რომ სერიოზული პროტესტი გამოთქვან. არც დემონსტრაციულად გადადგომა არ სურთ და არა მხოლოდ სისულელეს, არამედ აშკარად ანტისახელმწიფოებრიც ქმედებას სჩადიან!!!

 

ამაზე მეტი ღალატი რა არის?

 

2013 წლის შემდეგ, მსგავსი რამ არასდროს არ მითქვამს, მაგრამ ახლა იძულებული ვარ ხმამაღლა მოვითხოვო: პრეზიდენტი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადადგეს!!!

 

არავის სჭირდება პატარძალივით მოკეკლუცე პრეზიდენტი და ის ტრიბუნა, რომელიც უკვე რამდენი წელია, სულ ტყუილად ცდება",- წერს გაბრიჭიძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner