logo_geo
eng_logo
„მეოთხე შვილი დავტოვე ოქროყანაში, სადაც ჩემი დედ–მამის საფლავია...“
- +

15 დეკემბერი. 2016. 20:24




პარტია „იმედის" ლიდერი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:


„ის ჩავაცვი რაც გამოყვანისას უნდა ცმოდა. დავტოვე ოქროყანაში, სადაც ჩემი დედ-მამის საფლავია მამაჩემის გულზე. ამას იმიტომ ვწერ რომ ბევრი ატირდეს ჩემთან და ჩემ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. ბევრმა მინდა იტიროს. ამდენი ხანი მარტო იყო. ორი თვე ყავდა დედა და მეტი ვერ დაგვცალდა. ამიტომ მინდა რომ დღეს ბევრი ატირდეს და მარტო არ იყოს. ცოტა დრო გავა. გონზე მოვალ და ყველაფერს ვიტყვი. არავის ვაპატიებ გიორგის დატანჯულ ცხოვრებას, ასეთ დასასრულს და ჩემი დანარჩენი სამი შვილის იმ ტანჯვას რაც მათ ამ დღეებში გამოიარეს. გიორგის ვეღარ ვუშველი მაგრამ ეგებ სხვა გადავარჩინო", - წერს სარიშვილი.


შეგახსნებთ, რომ ირინა სარიშვილის მეოთხე  შვილი გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაცია თავად სარიშვილმა რამოდენიმე დღის წინ გაავრცელა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner