„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო" მთელი ქვეყნის მასშტაბით საოლქო ორგანიზაციების კონფერენციების ჩატარებას ასრულებს.
24 და 25 მარტს, 11:00 საათიდან, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე საოლქო ორგანიზაციების კონფერენციებს თბილისში გახსნიან.
კოფერენციებზე აირჩევენ თბილისის 10 საოლქო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, ბიუროს წევრებს და პარტიის ყრილობის დელეგატებს.