logo_geo
eng_logo
თბილისის ქუჩები საახალწლოდ განათდა
- +

15 დეკემბერი. 2016. 21:11


 




თბილისის ქუჩები საახალწლოდ განათდა. წელს საახალწლო ილუმინაციებით ქალაქის 30-მდე ქუჩა მოირთო. სადღესასწაულოდ განათებული ქალაქი, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილთან ერთად დაათვალიერა.



თბილისის მთავარ ნაძვის ხეს 17 დეკემბერს საზეიმოდ გავანათებთ, აქვე მინდა მოვუწოდო მოსახლეობას მობრძანდნენ პარლამენტის შენობასთან, რათა  ვიზეიმოთ შობა-ახალი წლის მოახლოვება და ქალაქში საახალწლო განწყობა ერთად შევქმნათ. რაც შეეხება საახალწლო ქალაქს, ის  დედაენის სკვერში 25 დეკემბერს გაიხსნება, ამავე დღეს საახალწლოდ განათდებაახალი ტფილისიც",- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner