logo_geo
eng_logo
საკონსტიტუციო კომისიაში კომიტეტების თავმჯდომარეები - ეკა ბესელია და გიორგი კახიანი იქნებიან
- +

15 დეკემბერი. 2016. 21:32


 


პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო კომისიაში კომიტეტების თავმჯდომარეები - ეკა ბესელია და გიორგი კახიანი იქნებიან. ამის შესახებ კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ იმ 23 ადამიანის სია, ვინც კომისიის შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან იქნება წარმოდგენილი, უახლოეს დღეებში დაზუსტდება.


„რა თქმა უნდა , მთელი რიგი პარლამენტის წევრბის დაკონკრეტება შესაძლებელია. წარმოდგენილ კომისიაში დაკავშირებული კომიტეტის ხელმძღვანელები აუცილებლად იქნებია. ეკა ბესელია და გიორგი კახიანი კი შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ იქნებიან. ზოგადად შეგვიძლია უკვე კონტურები განვსაზღვროთ",- განაცხადა კობახიძემ.


კომისიის შემადგენლობაში შედიან თავად პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო სუბიექტები - უმრავლესობა, უმცირესობა, უმცირესობის გარეთ დარჩენილი ფრაქცია, ასევე, დამოუკიდებელი პარლამენტის წევრი.


საკონსტიტუციო კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობა წარმოდგენილი იქნება 23 წევრით, საპარლამენტო უმცირესობა - 8 წევრით, ფრაქცია "საქართველოს პატრიოტები" - ორი წევრით. ასევე, კომისიის შემადგენლობში იქნებიან ექსპერტები და არასამთვრობო ორგანიზაციების წარმადგენლები.


დებულების პროექტის თანახმად, კომისიის შემადგენლობაში შედიან არასაპარლამენტო პარტიები, რომლებმაც ვერ გადალახეს საარჩევნო ბარიერი, თუმცა მიიღეს ამომრჩეველთა ხმების 3%.


საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა კომისიის დებულების დამტკიცებიდან 15 დღის ვადაში გაიმართება.


რაც შეეხება პრეზიდენტის ჩართულობას საკონსტიტუციო კომისიაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ 12 დეკემბერს განაცხადა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner