logo_geo
eng_logo
თბილისის მერია 2017 წელს რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყებას გეგმავს
- +

15 დეკემბერი. 2016. 22:10


 


თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ  Palitranews-ის გადაცემა "360 გრადუსში" ისაუბრა, რომ მერია 2017 წელს რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყებას გეგმავს.

 

„ამ ეტაპზე განიხილება აქტუალური პროექტები, რომელსაც, ვფიქრობთ, რომ 2017 წელს მნიშვნელოვანი პროგრესი ექნება - ეს არის "დირსის" ხიდი. მოგეხსენებათ, რუსთავიდან შემომავლი ავტობანი გაკეთდა და ერთ-ერთ ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტად განვიხილავთ გადასასვლელი ხიდის მოწყობას საცხოვრებელი კომპლექსი "დირსის" მიმართულებით. მეორე პროექტი ეს არის მარშალ გელოვანზე, "ვეფხი და მოყმის" ძეგლიდან სამტრედიის ქუჩაზე გამავალი ხიდი. ამ მიმართულებით აქტიურად ვსაუბრობთ დონორთან და იმედი გვაქვს, ამ პროცესს წარმატებით გავივლით. ორივე ხიდის პროექტი განიხილება დონორებთან თანამშრომლობით", - განაცხადა ლექვინაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner