ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების ლიდერთა სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ევროპულმა კავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ ნახევარი წლით გაახანგრძლივა. სანქციები 2017 წლის 31 ივლისამდე იმოქმედებს.
ევროკავშირმა ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ 2014 წლის ზაფხულში დააწესა აღმოსავლეთ უკრაინაში მის მიერ განხორციელებული მადესტაბილიზირებელი მოქმედებების გამო. ევროკავშირი ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ იღებს რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივების გადაწყვეტილებებს.