logo_geo
eng_logo
ირაკლი ლექვინაძე: მრავალსართულიანი პარკინგების მოწყობას კერძო ინვესტორები 2017 წელს დაიწყებენ
- +

15 დეკემბერი. 2016. 22:47


 


თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ Palitranews-ის გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, რომ 2017 წელს კერძო ინვესტორების მიერ მრავალსართულიანი პარკინგების მოწყობა დაიწყება. ლექვინაძე განმარტავს, რომ პარკინგის პრობლემა კომპანია „სითი პარკის" გაშვებით არ მოგვარდება.


„თბილისში რეგიტრირებულია 500 ათასამდე მანქანა. გვაქვს დაახლოებით 40-ათასი საპარკინგე ადგილი. ჩვენ გვაქვს მრავალსართულიანი პარკინგების მოწყობის გეგმა, რაც დაახლოებით 10 ლოკაციაზე უნდა გაკეთდეს. ამას მალე გამოვაცხადებთ. 2017 წელს დაიწყება კერძო ინვესტორების მხრიდან მრავალსართულიანი პარკინგების მოწყობა, გარკვეული ლოკაციების გადაცემის სანაცვლოდ", - განაცხადა ლექვინაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner