logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი ფინალურ ეტაპზეა
- +

15 დეკემბერი. 2016. 22:55




იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გადაცემა 2030-ში განაცხადა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი ფინალურ ეტაპზეა, რომელიც ძალიან ფორსირებულად მიმდინარეობს და გვაქვს აბსოლუტური მხარდაჭერა, რათა ბოლო ფორმალობების გავლა მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს. ბესელიამ ასევე აღნიშნა, რომ  ვადების საკითხი ევროპარლამენტის მუშაობის სპეციფიკაზეა დამოკიდებული.


„პრაქტიკულად, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღწეულია, შეთანხმება მიღწეულია და დარჩენილია კენჭისყრის პროცედურები. ჩვენზე დამოკიდებული უკვე აღარაფერი აღარ არის, რადგან საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა. საგარეო ბლოკის გუნდმა და პირადად პრემიერმა ძალიან ბევრი იმუშავა, რათა ეს პროცესი დაჩქარებულიყო და ამ შედეგისთვის ყველაფერი გაკეთდა.

 

ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ბოლო პროცედურების გავლას დაველოდოთ.  არ არსებობს ხელისშემშლელი პირობა, რომ ბოლო, ფინალური კენჭისყრები სწრაფად, დადებითად ჩატარდეს და მივიღოთ ის სასურველი შედეგი, რომელსაც ესოდენ დიდი ხანი ველოდებით", - განაცხადა ეკა ბესელიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner