„ხელედულა-3" ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხელედულაზე დაიწყო. საპროექტო ჰესის ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 250 გვტ/სთ იქნება.
გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, „ანადოლუ ჯგუფს" ეკისრება ვალდებულება გამომუშავებული ელექტროენერგიის ნაწილი ენერგოდეფიციტის პერიოდში (ძირითადად ზამთრის თვეები) რეალიზებული იქნეს ადგილობრივ ბაზარზე.
პროექტის განხორციელება გარკვეულ წვლილს შეიტანს საქართველოს მიერ ენერგეტიკულ სექტორში გატარებული გრძელვადიანი პოლიტიკის ამოცანის გადაჭრაში, რაც გულისხმობს საკუთარი ჰიდრორესურსებით ქვეყანაში არსებული მოთხოვნის სრულ დაკმაყოფილების ეტაპობრივად: ჯერ იმპორტის, შემდეგ კი - თბოგენერაციის ჩანაცვლებით, ასევე ახლად აშენებული და არსებული ჰესების მიერ გამომუშავებული ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტზე.