logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: ომისიაში წარმოდგენილი იქნება ყველა საკონსტიტუციო ორგანო
- +

15 დეკემბერი. 2016. 23:03




იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გადაცემა 2030-ში განაცხადა, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკონსტიტუციო კომისია ღიაობის, გამჭვირვალობის პრინციპით იმუშავებს. როგორც ბესელიამ აღნიშნა, საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით სიტყვა ლეგიტიმაციის გამოყენება ოპონენტების მხრიდან სამართლებრივი  უვიცობის დემონსტრირებაა.


„კომისიაში წარმოდგენილი იქნება ყველა საკონსტიტუციო ორგანო და იქნება ფართო შესაძლებლობა, წინა კომისიისგან განსხვავებით, რომლის მუშაობასაც არანაირი შედეგი არ მოჰყვა, ამ კომისიამ შედეგზე ორიენტირებულად იმუშაოს. სამუშაო ჯგუფებში წარმოდგენილი არცერთი წინადადება, მოსაზრება თუ ხედვა არ დაიკარგება და კომისიაში განსჯის საგანი გახდება.

 

მეორე მხრივ, ეს იყო ძალიან უტიფარი ტყუილი მათი მხრიდან, ვინც იცოდა, რომ ეს სიტყვა კომისიასთან არანაირ კავშირში არ არის. კომისიის სამუშაო ჯგუფის მუშაობის  პროცესს არავითარი დამატებითი ლეგიტიმაცია არ სჭირდება. ამ პროცესთან მიმართებაში, ეს სიტყვა საერთოდ არარელევანტურია. მით უფრო - მაშინ,  როცა კომისია ყველაზე წარმომადგენლობითმა ორგანომ, პარლამენტმა დაამტკიცა და მას პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს, რომელსაც ასევე მაღალი სტატუსი აქვს", - განაცხადა ბესელიამ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner