logo_geo
eng_logo
საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2015 წელს 4,4% -ით გაიზარდა
- +

15 დეკემბერი. 2016. 23:05


 


საქართველოში ელექტროენერგიის წარმოებამ 2015 წელს შეადგინა 10832,5 მილიონი კვტ. სთ. ენერგორესურსების მოხმარების მხრივ 32,7% მოდის ბუნებრივ გაზზე. შედარებით მაღალი წილით ხასიათდება აგრეთვე ნავთობპროდუქტები (30,5%) და ელექტროენერგია (20,8%). წლის განმავლობაში მოხმარებული ენერგიის 9,5%-ს წარმოადგენს ბიოსაწვავი და ნარჩენებისაგან წარმოებული ენერგია, ხოლო დარჩენილი 6,5% მოდის ქვანახშირზე.


2015 წლის განმავლობაში მოპოვებულია 305,9 ათასი ტონა ქვანახშირი (გასულ წელთან შედარებით 2,2%-ით მეტი) და 11,4 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი (წინა წელთან შედარებით 10,7%-ით მეტი).


2015 წელს წარმოებული ენერგორესურსებიდან უდიდესი წილი (61,9%) მოდის ელექტროენერგიის წარმოებაზე. მეორე ადგილს იკავებს ბიოსაწვავი და ნარჩენებისაგან წარმოებულ ენერგია (26,0%).


ენერგორესურსების ყველაზე დიდი მომხმარებელია ტრანსპორტის სექტორი, რომელზეც მოდის მთლიანი მოხმარების 35,1%. 2015 წელს მოხმარებული ენერგორესურსების 28,9% მოდის შინამეურნეობებზე, 19,9% - მრეწველობაზე, 2,3% - მშენებლობაზე, ხოლო დარჩენილი 13,8% - კერძო და სახელმწიფო მომსახურების სხვა დარგებზე ნაწილდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner