logo_geo
eng_logo
ბავშვები ალეპოდან – სირიის ტრაგედია
- +

15 დეკემბერი. 2016. 23:46




ალეპოს სამი რაიონი იბომბება. ქალაქ ალეპოში სარაკეტო იერიშები ქალაქის დასავლეთ ნაწილში ამ დრომდე არ წყდება.


მოსახელობა დახმარებას ითხოვს და საერთაშორისო გაერთიანებას სოციალური ქსელების საშუალებით მიმართავს. Twitter-ზე ქვეყნდება ალეპოელი ბავშვების ფოტოები, რაც ტრაგედიას კიდევ უფრო ამძაფრებს.


სისხლის ღვრის შეჩერების მნიშნელობაზე გაამახვილა ყურადღება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა სერგეი ლავროვთან, ასევე თურქეთისა და კატარის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბრისას.


ალეპოში მიმდინარე მოვლენებს, რომელსაც გაერომ უკვე უწოდა სამხედრო დანაშაული და მასობრვი ხოცვა, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში აპროტესტებენ. პარიზში სოლიდარობის ნიშნად ეიფელის კოშკი ჩააქრეს.


შეგახსენებთ, რომ რუსეთისა და თურქეთის შუამავლობით დადებული ზავი მხოლოდ რამდენიმე საათს გაგრძელდა. დაბომბვის შემდეგ დაშავებულთა რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. საომარ ზონაში 100 ათასზე მეტი ადამიანი რჩება, რომლებსაც ქალაქში შესული ჰუმანიტარული დახმარება არ მიუღიათ.


ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში რუსეთი ამბოხებულებს ადანაშაულებს. საერთაშორისო გაერთიანება კი ბრალს ასადის რეჟიმს დებს.



 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 












 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner