logo_geo
eng_logo
„სამშობლოს მოღალატეც ბრძანდებით და დაქირავებული პროვოკატორიც“- მალხაზ გულაშვილი ბადრი შუბლაძეს...
- +

24 მარტი. 2016. 00:00


"ყველა ვინც პუტინს აღიარებს არის სამშობლოს მოღალატე" - მალხაზ გულაშვილის და ბადრი შუბლაძის ცხარე დებატები "პრიორიტეტის" ეთერში...


„ჯორჯიან თაიმსის" დამფუძნებელს, მალხაზ გულაშვილსა და ბადრი შუბლაძეს შორის გადაცემაში „პრიორიტეტი" სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.


გულკაშვილმა გადაცემაში წინა ხელისუფლების დროს განხორციელებულ რეპრესიებზე ისაუბრა, რასაც ბადრი შუბლაძე შეეწინააღმდეგა:


„ადამიანების გატაცებები მიხეილ სააკაშვილის დროს ხდებოდა,  ოღონდ ამჯერად თავად სპეცსამსახურის წარმომადგენლები იტაცებდნენ. მათ შორის გაიტაცეს ჩემი შვილი, მეც დამაპატიმრეს, გაიტაცეს სულხან მოლაშვილის შვილი და სცემეს.

ზოგს კლავდნენ, მაგალითად რობაქიძის, ვაზაგაშვილის შვილები მოკლეს, ვისაც გაუმართლა ცოცხალი დარჩა."- განაცხადა მალხაზ გულაშვილმა.



„გასაგებია თქვენ რა პოზიციაც გიჭირავთ. ის პერიოდი, რაც სააკაშვილმა მიიღო, უძიმესი იყო. სააკაშვილი იძულებული იყო გაეტარებინა ისეთი ნაბიჯები, რომ ქვეყანა ქვეყანას დამსგავსებოდა.

როდესაც ადამიანი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მივა და გაბადრული ესაუბრება, ეგ ადამიანი ჩემთვის სამშობლოს მოღალატეა"- მიმართა ბადრი შუბლაძემ მალხაზ გულაშვილს.



„სამშობლოს მოღალატეც ბრძანდებით და დაქირავებული პროვოკატორიც, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს ატარებს."- უპასუხა გულაშვილმა ოპონენტს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner