logo_geo
eng_logo
სოფო ხორგუანი: საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით შექმნილი აჟიოტაჟი არასერიოზულია
- +

15 დეკემბერი. 2016. 23:59


 


უფლებადამცველმა, სოფო ხორგუანმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით შექმნილი აჟიოტაჟი არასერიოზულია. როგორც ხორგუანი განმარტავს, კონსტიტუცია გადახედვას საჭიროებს.


„ასეთი არასერიოზული შეფასება, საკონსტიტუციო კომისია ლეგიტიმურია თუ არალეგიტიმური,  იშვიათად მომისმენია. ეს პარლამენტი არჩეულია არჩევნების შედეგად, რომელიც ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა სამართლიადან ცნო და სწორედ ამ არჩევნების შედეგად გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ამომრჩეველმა ერთ პოლიტიკურ ძალას მისცა იმდენი მანდატი, რამდენიც მისცა და ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ამ ძალამ საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღოს. ეს მოცემულობაა და ლეგიტიმაციაზე საუბარი ძალიან არასერიოზულია.

 

საკონსტიტუციო უმრავლესობა ამ ძალას იმიტომ მივეცით, რომ მათ საკონსტიტუციო ცვლილებები განახორციელონ. მაგალითად, ჩვენ უფრო დემოკრატიული და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნა გვჭირდება. ეს არის მოთხოვნა, რომელსაც მე საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე ძალას ვუყენებ. დიახ, მათ აქვთ საკონსტიტუციო უმრავლესობა და დარცხვენილები კი არ უნდა იყვნენ, ეს უნდა გამოიყენონ", - განაცხადა ხორგუანმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner