logo_geo
eng_logo
სოფო ხორგუანი: გიორგი მარგველაშვილს გაბუტული პრეზიდენტის პოზიცია უკვე ჩვევად ექცა
- +

16 დეკემბერი. 2016. 00:08


 

 

„როგორც ჩანს, ბატონ პრეზიდენტს დაავიწყდა, რომ ის იმ ამომრჩეველმა აირჩია, რომელმაც დღეს მხარი ხელისუფლებაში მყოფ ძალას დაუჭირა",- ამის შესახებ უფლებადამცველმა, სოფო ხორგუანმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, პროცესის ბოიკოტირება, პირველ რიგში, პრეზიდენტის ინსტიტუტს აკნინებს.



„მათი არგუმენტები მოვისმინე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებებს არასერიოზულ პოლემიკაში ვერ გავყვები. როგორც ჩანს, ბატონ პრეზიდენტს დაავიწყდა, რომ ის იმ ამომრჩეველმა აირჩია, რომელმაც დღეს მხარი ხელისუფლებაში მყოფ ძალას დაუჭირა. მის არჩევას მოქალაქეებს „ქართული ოცნების" წარმომადგენლები გვთხოვდნენ. ის „ქართული ოცნების" ამომრჩეველმა აირჩია და საუბარი იმაზე, რომ პრეზიდენტის ჩართულობა უფრო მეტ კონსენსუსის განცდას გააჩენს, მცდარი და სასაცილოა.

 

არასერიოზულია პრეზიდენტის პოზიცია, რომ თუ ის თანათავმჯდომარე არ იქნება, ამ შემთხვევაში კომისიაში ადმინისტრაციის არცერთი წარმომადგენელი არ უნდა იყოს. ვთვლი, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, თუ მაგალითად, ანა დოლიძე ამ კომისიის წევრი გახდებოდა. ძალიან სამწუხაროა, თუ პრეზიდენტი არასერიოზულ პოზიციას ვერ გასცდა. გიორგი მარგველაშვილს გაბუტული პრეზიდენტის პოზიცია უკვე ჩვევად ექცა. ეს სიტუაცია დაახლოებით, იმ დროს მაგონებს, როცა ოპოზიციაში მყოფ პრეზიდენტ სააკაშვილთან ხელისუფლებას კოჰაბიტაციის რეჟიმში ყოფნა უწევდა. ბატონმა პრეზიდენტმა უნდა გაიაზროს, რომ შესაძლოა, მას პარლამენტში მყოფი უმრავლესობა არ მოსწონს, მაგრამ ეს ლეგიტიმურად არჩეული უმრავლესობაა და თუ ინსტიტუციების პატივიცემაზე ვსაუბრობთ, მაშინ მოქალაქეების მიერ არჩეულ საკონსტიტუციო უმრავლესობასაც პატივი უნდა ვცეთ", - განაცხადა სოფო ხორგუანმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner