logo_geo
eng_logo
ბაქოში მდიდარმა ადამიანმა თავისი ვილა უსახლკარო ბავშვებს აჩუქა
- +

16 დეკემბერი. 2016. 00:18


 


ბაქოში უსახლკარო ბავშვებისთვის თავშესაფარი გაიხსნა. BAKU.WS-ს ინფორმაციით ეს ინიციატივა ორგანიზავიამ "Zirvə Ziyalılar Təşkilatı" (ZZT) წამოაყენა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის, ფატიმა ბაბაევას განცხადებით, სარემონტო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. მალე ქუჩის და მიუსაფარ ბავშვებს თავშესაფარი ექნებათ, რომელიც ყველა პირობას აკმაყოფილებს. მისივე თქმით თავშესაფარი 3 სართულიან ვილაში განთავსდება.


„ვილა გადმოგვცა ერთმა შეძლებულმა ადამიანმა, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა და ინკოგნიტოდ დარჩა. თუ ვინმე ქუჩაში მიუსაფარ ბავშვს ნახავს, შეუძლია მოიყვანოს. თავშესაფარში ბავშვებს ყველა პირობა ექნებათ შექმნილი და განათლებასაც მიიღებენ", -განაცხადა ბაბაევამ. მისივე თქმით თავშესაფარს სჭირდება მოხალისე პედაგოგები. ბავშვთა სახლი შემოწირულობებით იარსებებს.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner