logo_geo
eng_logo
გავრცელებული ინფორმაციით ნადეჟდა სავჩენკოს რუსეთი უკრაინას ორ კვირაში გადასცემს
- +

24 მარტი. 2016. 00:16


უკრაინელ მფრინავს ნადეჟდა სავჩენკოს რუსეთი უკრაინას გადასცემს, ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2" რუსულ საინფორმაციო სააგენტო- grani.ru-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე სააგენტოს ცნობით, ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინისათვის გადაცემის შესახებ ინფორმაცია დახურულ შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის ელჩმა მიხეილ ზურაბოვმა გაახმაურა, თუმცა რუს დიპლომატს არ დაუკონკრეტებია მოხდება სავჩენკოს გაცვლა, თუ მას რუსეთი უკრაინულ მხარეს სხვა პირობით გადასცემს.


გამოცემა grani.ru- კონფიდენციალურმა წყარომ უამბო, რომ რუსეთი მზად იყო ნადეჟდა სავჩენკო უკრაინისათვის 8 მარტს გადაეცა, თუმცა კიევში რუსეთის საელჩოსთან მოწყობილი ხმაურიანი აქციის შემდეგ გადაიფიქრა.


შეგახსენებთ, რომ 22 მარტს მოსკოვის სასამართლომ უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო, ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში დამნაშავედ სცნო და მას 22 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner