logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: მსუბუქი ნარკოტიკიდან ძლიერ ნარკოტიკამდე ერთი ნაბიჯია
- +

16 დეკემბერი. 2016. 11:37



„აქციის მონაწილეები ვერ აცნობიერებენ, ან არ სურთ გააცნობიერონ, რომ მსუბუქი ნარკოტიკიდან ძლიერ ნარკოტიკამდე ერთი ნაბიჯია", - ასე ეხმიანება ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში „თეთრი ხმაურის მოძრაობის"აქციას მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით. როგორც თავად ამბობს, მსუბუქი ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციის მომხრე არ არის.


„აქციის მონაწილეები ვერ აცნობიერებენ ან არ სურთ, გააცნობიერონ, რომ მსუბუქი ნარკოტიკიდან ძლიერ ნარკოტიკამდე ერთი ნაბიჯია, თუმცა, მეორე მხრივ, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ნარკოტიკების შემომტანებსა და გამსაღებლებთან ბრძოლა, ვიდრე მომხმარებლებთან, და ამ მიმართულებით უნდა გაკეთდეს მთავარი აქცენტი. ნარკომოვაჭრეებს უნდა მიხედონ სამართალდამცავებმა და არა ავადმყოფებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ არც მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარება უნდა იყოს დაშვებული და ამ შემთხვევაში, ჩემზე არ მოქმედებს არც ჰოლანდიის და არც რომელიმე ქვეყნის მაგალითი. ამ მიმართულებით კანონმდებლობა შესაძლოა შემსუბუქდეს, მაგრამ, თუნდაც მსუბუქი ნარკოტიკის სრული დეკრიმინალიზაციის მომხრე არ ვარ. თუ ამ მიმართულებით გადაიდგმება ნაბიჯები, მაშინ ამაში მთელი საზოგადოება უნდა ჩაერთოს, არადა დღეს იმდენი პრობლემაა, მეეჭვება ამისთვის ეცალოს ვინმეს. რაც შეეხება ზოგიერთ პოლიტიკოსს, ვინც ამას ლობირებს, ეს მათგან უფრო პოლიტიკური პოპულიზმი მგონია - ხმაურიანი განცხადებები საზოგადოებისთვის თავის შეხსენების მცდელობაა", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner