19 და 20 დეკემბერს, მარჯანიშვილის თეატრი ისრაელში კამერის თეატრის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, რეჟისორ ლევან წულაძის სპექტაკლით - „BEGALUT - უცხოობაში" წარდგება. გასტროლი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
კამერის თეატრი 1944 წელს დაარსდა და თელ-ავივის პრესტიჟულ და დიდ საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრშია განთავსებული. თეატრს გააჩნია 5 სცენა და წელიწადში 900 000 მაყურებელს მასპინძლობს.
თეატრი ფესტივალზე კამერის თეატრის დირექტორმა და საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელმა მიიწვია, რომელიც თეატრს 2016 წლის აპრილში, სპექტაკლის პრემიერაზე სპეციალური ვიზიტით სტუმრობდა.