logo_geo
eng_logo
ბარაქ ობამა: აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში აშკარა ჩარევის გამო რუსეთის წინააღმდეგ ზომებს მივიღებ
- +

16 დეკემბერი. 2016. 11:48



აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ საზოგადოებრივი რადიოს ეთერში განაცხადა, რომ ზომებს მიიღებს რუსეთის წინააღმდეგ, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში აშკარა ჩარევის გამო.



„ვფიქრობ, ეჭვგარეშეა, რომ როდესაც ნებისმიერი უცხო ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს, გავლენა მოახდინოს ჩვენი არჩევნების სამართლიანობაზე, ჩვენ უნდა მივიღოთ ზომები და ჩვენ მივიღებთ ამ ზომებს საჭირო დროს და საჭირო ადგილას", - განაცხადა ბარაქ ობამამ.



მისივე განცხადებით, ის ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს ჰაკერული შეტევების თაობაზე და რუსეთის პრეზიდენტმა იცის, რომ აშშ საპასუხო ქმედებებს განახორციელებს, რომელთა ნაწილი „აშკარა და გასაჯაროებული იქნება, ხოლო ნაწილი არა".


„პუტინმა კარგად იცის ამ საქმესთან დაკავშირებით ჩემს განწყობაზე. მე მას უშუალოდ ვესაუბრე", - აღნიშნა ობამამ.



თეთრი სახლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს განხორციელებულ ჰაკერულ ოპერაციას უშუალოდ ხელმძღვანელობდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner