logo_geo
eng_logo
თეა თუთბერიძე: ვანო მერაბიშვილი პრეზიდენტს ომის დროს არასწორ ინფორმაციას აწვდიდა
- +

16 დეკემბერი. 2016. 11:59



„ვანო მერაბიშვილს შეცდომაში შეჰყავდა სააკაშვილი და შეგნებულად აწვდიდა არასწორ ინფორმაციებს", - ამის შესახებ თეა თუთბერიძემ გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში განაცხადა. მან ამის მაგალითად 2008 წლის აგვისტოს ომი მოიყვანა და აღნიშნა, რომ ამ ომის დროს მერაბიშვილი სააკაშვილს არასწორ ინფორმაციას აწვდიდა.

 

„იგივე 2008 წლის ომის პერიოდში ვანო მერაბიშვილს აქვს კონკრეტული პიროვნებისთვის ნათქვამი, რომ გარკვეული საკითხები პრეზიდენტისთვის არ ყოფილიყო მიწოდებული.

 

ვანო მერაბიშვილი პრეზიდენტს ომის დროს არასწორ ინფორმაციას აწვდიდა. ეს ეხება ძალიან მნიშვნელოვან და სენსიტიურ თემას, ამიტომ მეტი კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ. სააკაშვილის მთავარი შეცდომა იყო, რომ მან ერთ კაცს მისცა ყევლაფრის უფლება", - განაცხადა თეა თუთბერიძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner