„საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ თუ არა შენგენის სივრცეში უვიზოდ მოგზაურობა, წესით, კრემლს არ უნდა აღელვებდეს", - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა. თუმცა, მისივე თქმით, რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენისთვის ყველა მიმართულებით იბრძვის.
„რუსეთისთვის უმთავრესია, როგორმე მოახერხოს და ევროპულმა გავლენებმა არ გაიმარჯვოს! ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს თავისი ინტერესის გატანა!
პატარა საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ თუ არა შენგენის სივრცეში უვიზოდ მოგზაურობა, წესით, კრემლს არ უნდა აღელვებდეს, მაგრამ რადგან ცდილობს, კვლავაც საკუთარ გავლენაში მოაქციოს პოსტსაბჭოთა სივრცე, ყველა მიმართულებით იბრძვის", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.