კიევის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში 85 ქართველი სტუდენტის ცემის ფაქტზე უკრაინელი სამართალდამცველები გამოძიებას აწარმოებენ.
უკრაინაში საქართველოს ელჩის მიხეილ უკლებას განცხადებით, ადგილზე საქართველოს კონსულიც იმყოფება.
„სტუდენტურ საცხოვრებელში ჩხუბს ჰქონდა ადგილი. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლის ქვეშ არის. ახლა პოლიცია და კონსულიც იქ არიან და მიმდინარეობს გამოძიება", - განაცხადა მიხეილ უკლებამ.
ქართველი სტუდენტები უკრაინელ სამართალდამცველებს ჩვენებებს აძლევენ.
წუხელ, უკრაინაში, კიევის გარეუბანში, სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში ქართველი სტუდენტების ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი სტუდენტებსა და საცხოვრებლის ადმინისტრაციის დაცვის წარმომადგენელს შორის დაიწყო, რის შემდეგაც ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. ფიზიკური დაპირისპირება შემდეგ ახალგაზრდებსა და პოლიციას შორისაც დაიწყო.
ინციდენტის შედეგად რამდენიმე ქართველმა სტუდენტმა დაზიანება მიიღო, ერთ-ერთი მათგანი კი მოტეხილობების საფუძველზე საავადმყოფოშიც გადაიყვანეს.