სააგენტო „Reuters"-ის ცნობით, გერმანიაში, წარმოშობით ერაყელი, 12 წლის ბიჭი დააკავეს, რომელიც ქალაქ ლუიდვიგშაფენში, საშობაო ბაზრობის ადგილას ტერაქტის მოწყობას გეგმავდა.
გამოცემა „ფოკუსის" ინფორმაციით, მოზარდი გერმანიის მოქალაქეა. ის „ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირშია ეჭვმიტანილი.
გამოძიების ინფორმაციით, 12 წლის ბიჭმა საშობაო ბაზრობის ადგილას, 26 ნოემბერს, თვითნაკეთი ბომბი დაამონტაჟა, მაგრამ ის არ აფეთქდა.