logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: ირაკლი ღარიბაშვილი გაცილებით დიდი შენაძენია, ვიდრე სხვა რომელიმე სუბიექტი!
- +

24 მარტი. 2016. 01:45


საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი გაცილებით დიდი შენაძენია, ვიდრე კოალიციაში შემავალი რომელიმე სუბიექტი.


წამყვანის კითხვაზე შეიძლება თუ არა "ქართულმა ოცნებამ" კოალიციის რომელიმე სუბიექტზე თქვას უარი ირაკლი ღარიბაშვილის სანაცვლოდ, მეჭიაურმა განაცხადა - "მე ვიტყოდი და მე არ ვარ პარტია მთლიანად".


"პარტიაში ამაზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა არ აზრზე იქნება, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გაცილებით დიდი შენაძენია, ვიდრე სხვა რომელიმე სუბიექტი მათ შორის რა თქმა უნდა, "რესპუბლიკური პარტიაც", - განაცხადა მეჭიაურმა "მაესტროს ფაქტორში".

 

წყარო: ფრონტნიუსი




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner