სოხუმის ცენტრში ოპოზიციის საპროტესტო აქცია გვიან ღამით დასრულდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ე.წ. პარლამენტის სპიკერთან ვალერი ბგანგასთან კომპრომისს მიაღწიეს.
„ჩვენს შორის მიღწეული კომპრომისი შესაბამის დოკუმენტებში აისახება", - განაცხადა ოპოზიციის წარმომადგენელმა ასლან ბჟანიამ.
ბჟანიას და ოპოზიციის რამდენიმე ლიდერს რაულ ხაჯიმბამ თანამდებობები შესთავაზა.
მანამდე ოპოზიცია ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერის რაულ ხაჯიმბას გადადგომას მოითხოვდა. მას წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებდნენ. ოპოზიციის მიერ წაყენებული ულტიმატუმის ვადა 15 დეკემბერს ამოიწურა.