logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: დღეს დირექტორი თანამედროვე მენეჯერი კი არა, ხისტი ადმინისტრატორია
- +

16 დეკემბერი. 2016. 13:51


 

„ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, სკოლის ადმინისტრაცია და დირექტორების კვალიფიკაციის ამაღლებაა", - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გაზეთ „ვერსიასთან" ინტერვიუში. მისი თქმით, სამინისტრო ინტენსიურად იმუშავებს მათი კვალიფიკაციის ამაღლებასა და ხელშეწყობაზე.

 

„სამწუხაროდ, დღეს დირექტორი თანამედროვე მენეჯერი კი არაა, ხისტი ადმინისტრატორია. 2017 წელს ინტენსიურად ვიმუშავებთ მათი კვალიფიკაციის ამაღლებასა და ხელშეწყობაზე. სამწუხაროდ, ხელფასების გაზრდის საშუალება ჯერ არ გვაქვს, თუმცა დირექტორებს აქვთ საშუალება, სხვადასხვა მეთოდით, კერძო პროექტები განახორციელონ და დამატებითი შემოსავალი მიიღონ. შესაძლებელია, კარგი დირექტორები სხვა კოლეგების ტრენერებად გამოვიყენოთ. დირექტორების ტრენინგებსაც ვატარებთ ამერიკელების ხელშეწყობით და იმედია, მომავალში, სამინისტროში გვეყოლება საკონსულტაციო ჯგუფები, რომლებიც სკოლებს მენეჯმენტში დაეხმარებიან", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner