ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმართულებით, ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის მერიამ ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიიღო.
ხვალ მახათის მთის მიმართულებით, ავტობუსები 10:00-დან 15:00 საათამდე იმოძრავებენ.
მსურველებს ვარდების მოედნიდან N8, რკინიგზის გადასასვლელი ხიდიდან - N3 და მეტრო „ვარკეთილიდან" - N3 ავტობუსი მოემსახურება.
მახათას მთაზე ხვალ, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე პარაკლისს გადაიხდის და ბავშვებს დალოცავს.