logo_geo
eng_logo
ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით მახათას მთის მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ
- +

16 დეკემბერი. 2016. 14:09



ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმართულებით, ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის მერიამ ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიიღო.


ხვალ მახათის მთის მიმართულებით, ავტობუსები 10:00-დან 15:00 საათამდე იმოძრავებენ.


მსურველებს ვარდების მოედნიდან N8, რკინიგზის გადასასვლელი ხიდიდან - N3 და მეტრო „ვარკეთილიდან" - N3 ავტობუსი მოემსახურება.


მახათას მთაზე ხვალ, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე პარაკლისს გადაიხდის და ბავშვებს დალოცავს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner