logo_geo
eng_logo
მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია არ აიკრძალება
- +

16 დეკემბერი. 2016. 14:41



„მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია აღარ აიკრძალება", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, ფინანსთა სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციებით მიღწეულია ის მიზნები, რაც საგზაო უსაფრთხოებისთვის იყო აუცილებელი.


2017 წლის იანვრიდან 2008 წლამდე წარმოებული ავტომობილების განბაჟება გაძვირდება. გაიზრდება მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე აქციზის გადასახადი.


პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში" შესატანი ცვლილებები 103 ხმით 6-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით 15 დეკემბერს მიიღო.


საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, იზრდება მარცხენა და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების, საწვავისა და საავტომობილო ზეთის აქციზის გადასახადი, ხოლო მაღალშემოსავლიან ოჯახებს ავტომობილზე ქონების გადასახადი უწესდებათ.


ასევე, იზრდება თამბაქოს აქციზის საფასური და აზარტული თამაშის მოსაკრებლის ოდენობა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner