logo_geo
eng_logo
„წავიდა კაცი ჩუმი, უხმაურო, დიდი კაცი!“ - გოჩა სხილაძე ბაჩანა ბრეგვაძეზე
- +

18 თებერვალი. 2016. 11:41



პოეტი გოჩა სხილაძე ქართველი მწერლისა და მთარგმნელის ბაჩანა ბრეგვაძის შესახებ წერს:


„ბაჩანა ბრეგვაძემ დაგვტოვა....

 

პლატონის, პლოტინის, პოლ ვალერის, დანტეს „ახალი ცხოვრების", სერვანტესის „დონ კიხოტის", ნეტარი ავგუსტინეს „აღსარების", ბიბლიის და უამრავი სხვა ტექსტის მთარგმნელი და კომენტატორი, კაცი, რომელმაც იგივე როლი შეასრულა ანტიკური ფილოსოფიის, პლატონის თარგმნის საქმეში, რაც გიორგი მთაწმინდელმა სახარების თარგმნაში. წავიდა კაცი ჩუმი, უხმაურო, დიდი კაცი, რომელმაც თავისი თავდადებული შრომით ამოავსო ის ხარვეზი, რომელიც ჩვენ კულტურას ჰქონდა, არ არსებობდა პლატონის თარგმანი ქართულად", - გოჩა სხილაძე.



იხილეთ:


„დიდი, ძალიან დიდი კაცი!" - ბაჩანა ბრეგვაძე 80 წლის ასაკში აღესრულა: http://reportiori.ge/inside.php?menuid=6&id=53




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner