logo_geo
eng_logo
ნინო დარსალია: ამ თაღლითობის სათავეში იდგა პარლამენტის წევრი, ნანა ყეინიშვილი!
- +

24 მარტი. 2016. 03:24


„გორგიას" მეპატრონის, გია გორგოშაძის ყოფილი მეუღლე, ნინო დარსალია „ქრონიკა+"-თან წითელი ჯვრის წარმომადგენელის, ნანა ყეინიშვილის შესახებ საუბრობს.


დარსალიას განცხადებით „გორგიას" მეპატრონე გია გორგოშაძე და ნანა ყეინიშვილი თაღლითურ სქემას გეგმავდნენ:

 

„ეს იყო თაღლითური სქემა, რომლითაც ასობით ათასი დოლარი იქნა მითვისებული  და ამ თაღლითობის სათავეში იდგა იმჟამინდელი წითელი ჯვრის წარმომადგენელი საქართველოში და ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრი, ნანა ყეინიშვილი.

 

 ამ თაღლითობის მსხვერპლი გახლავართ პირადად მეც. ჩემს ყოფილ მეუღლესთან, გია გორგოშაძესთან ერთად შევქმენით შპს „გორგია" და შპს „ბი ემ სი გორგია", ვაწარმოებდით სამშენებლო მასალების ბიზნესს. ბიზნესი საკმაოდ წარმატებული და მომგებიანი იყო, რასაც „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პირობებში ყოველთვის ახლდა გარკვეული პრობლემები. ამ პრობლემების მოგვარებისა და ბიზნესის მფარველობის მიზნით გია გორგოშაძემ გაიცნო იმჟამინდელი წითელი ჯვრის ხელმძღვანელი საქართველოში, ნანა ყეინიშვილი, რომელთან ერთადაც ჩემი ყოფილი ქმარი და ბიზნესპარტნიორი ჩემთვის გაურკვეველ ფინანსურ ოპერაციებსაც ასრულებდა. თუ რა მაქინაციებს ეწეოდნენ ნანა ყეინიშვილი და გია გორგოშაძე, ამას სხვა დროს მოგახსენებთ, მაგრამ ამჟამად ყურადღებას გავამახვილებ ერთ კონკრეტულ ფაქტზე, თუ როგორ თაღლითურად მიითვისეს მათ ჩემი კუთვნილი ფულადი სახსრები.

 

 კერძოდ, 2010 წლის გაზაფხულზე ნანა ყეინიშვილისა და გია გორგოშაძის დაჟინებული თხოვნით ჩემი პირადი სახსრები, 87 000 აშშ დოლარი, გამომართვა გია გორგოშაძემ და მითხრა, რომ ამ თანხას ჩამიდებდა (დამიბანდებდა) ნანა ყეინიშვილის მიერ შემოთავაზებულ ბიზნესში, კერძოდ აფრიკაში, განას რესპუბლიკაში ოქროს ბიზნესში. რასაკვირველია, ჩემს ქმარს ვენდე, რის გამოც ხსენებული თანხა გადავეცი. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, განაში ოქროს ბიზნესის საქმე მოვიკითხე, რაზედაც გია გორგოშაძე მამშვიდებდა, რომ რაღაც პრობლემები იყო და მოგვარდა, ყველაფერი რიგზეაო. ამის შემდეგ გია გორგოშაძემ მეგობარი გოგონა გაიჩინა, რაზედაც კონფლიქტი მოგვივიდა და მან გადაწყვიტა, გავშორებულიყავით. გაშორების პროცესში ის ბიზნესი უნდა გაგვეყო, რაც ერთობლივი შრომის შედეგად და, მათ შორის, რაც ჩემი პირადი სახსრებით შეიქმნა. საბოლოო ჯამში, გავარკვიეთ, რომ „გორგიას" ბიზნესიდან ჩემი წასვლის სანაცვლოდ გია გორგოშაძეს ჩემთვის უნდა გადაეხადა ათი მილიონი აშშ დოლარი, რაშიც მომატყუა და დღემდე არ გადაუხდია, ამას ადასტურებენ მოწმეებიც.

 

2012 წელს დაჟინებით მოვითხოვე გია გორგოშაძისგან, რომ გავერკვიე, რა ხდებოდა აფრიკაში ჩემს ბიზნესზე და საერთოდ, რა ბედი ეწია ჩემს ფულს, რაზედაც მან განმიმარტა, რომ ფული გადასცა ნანა ყეინიშვილს, ხოლო მან სად წაიღო და რაში დახარჯა, მისთვის უცნობია."- აცხადებს ნინო დარსალია „ქრონიკა +"-თან საუბარში. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner